ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

SKINEBI.GE-ის სერვისების გამოსაყენებლად საჭიროა ანგარიშის შექმნა და STEAM-ის პროფილის დაკავშირება. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის ანგარიშთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებაზე.  SKINEBI.GE იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან დაბლოკოს ანგარიში პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში.

ᲤᲐᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲙᲝᲛᲘᲡᲘᲝ

ყველა ფასი მითითებულია ლარში და მოიცავს მოქმედ გადასახადებს, ამასთანავე გადახდისას თქვენი შეკვეთის ჯამურ ღირებულებას ემატება ბარათით გადახდის 2 %-იანი საკომისიო.   SKINEBI.GE იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები, საკომისიოები და ფასდაკლებების პოლიტიკა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს SKINEBI.GE არალეგალური ან თაღლითური მიზნებისთვის.მომხმარებელი თანხმდება, რომ არ განახორციელებს ქმედებებს, რომლებიც არღვევს STEAM-ის წესებს, იყენებს ბოტებს, ან ხელს უშლის სისტემის ნორმალურ მუშაობას.

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ანგარიშის მონაცემები (პაროლი, trade link და ა.შ.).  SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ ანგარიშზე არაუფლებამოსილი წვდომის შემთხვევაში.

ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲐ

SKINEBI.GE-ზე გამოქვეყნებული ყველა ლოგო, დიზაინი, ტექსტი და გრაფიკა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.ნებისმიერი მასალის კოპირება ან გამოყენება აკრძალულია ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სისტემურ შეცდომებზე (მაგალითად, STEAM-ის შეფერხებები, API შეცდომები ან trade hold-ის ხარვეზები).მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვირტუალური ნივთების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ბაზარზე არსებული ცვლილებების გამო

ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

გადახდები ხორციელდება უსაფრთხო არხებით. SKINEBI.GE არ ინახავს ბარათის ან საფულესთან დაკავშირებულ სენსიტიურ მონაცემებს.

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲧᲘᲓᲕᲐ

SKINEBI.GE-ზე შესაძლებელია CS 2-ის ციფრული პროდუქტების შეძენა. ყველა გაყიდვა საბოლოოა და თანხის სრულად გადახდა ხდება შეკვეთის გაფორმებისას. SKINEBI.GE იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს პროდუქტის გაყიდვაზე.

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

SKINEBI.GE-ზე ყველა გაყიდვა საბოლოოა და არ ხდება პროდუქციის ან/და თანხის უკან დაბრუნება.

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ

SKINEBI.GE-ზე პროდუქტის შეძენის შემდეგ, ადმინისტრაცისგან მიიღებთ შეკვეთის დასტურს. დასტურის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში პროდუქტი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ Trade link-ზე რომელიც შეგყავთ SKINEBI.GE-ზე რეგისტრაციისას. SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ შეყვანილი Trade link-ის სიზუსტეზე. Trade link-ის არასწორად შეყვანისას, SKINEBI.GE იხსნის თანხის დაბრუნების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა მიიღებთ თუ არა ნივთს. STEAM-ის Trade hold წესების მიხედვით პროდუქტი თქვენს მფლობელობაში გადმოვა SKINEBI.GE-ს მიერ გამოგზავნიდან 7 დღეში. 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲐ

SKINEBI.GE-ზე შესაძლებელია ნებისმიერი CS 2-ის სკინის შეკვეთა. ასეთი პროდუქტები ვებსაიტზე აღნიშნულია 10 Day Trade Hold ნიშნით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ისეთი პროდუქტის შეძენა რომელიც ვებსაიტზე არ არის, ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ. ასეთი ტიპის პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში, სრულ თანხას იხდით წინასწარ. იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ ამ პროდუქტის შეძენა, SKINEBI.GE აანაზღაურებს პროდუქტის ღირებულების მაქსიმუმ 75%-ს. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია პროდუქტის მოძიებიდან 7 დღის განმავლობაში.

ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲐ

SKINEBI.GE იცავს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მას მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.დეტალური ინფორმაცია მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ᲬᲔᲡᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ

SKINEBI.GE იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე. განახლებული პირობები ძალაში შევა მათი ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე.

SKINEBI

გადახდები ხორციელდება უსაფრთხო არხებით. SKINEBI.GE არ ინახავს ბარათის ან საფულესთან დაკავშირებულ სენსიტიურ მონაცემებს.

Copyright ©2025 SKINEBI.GE ყველა უფლება დაცულია.